Belive

"სიმართლეს ხმაური არ სჭირდება - მას ფაქტები ამყარებს" - ილია თოფურია

2 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია მძიმე პერიოდს გადის. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელებში თოფურიას შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და სპეკულაციებს დასასრული არ უჩანს.

ოჯახური მდგომარეობის მოწესრიგებისა და ჩანიშნული სასამართლო პროცესების გამო, "ელ მატადორმა" ტიტულის დაცვაზეც დროებით უარი განაცხადა და შვილების ინტერესების დაცვაზეა კონცენტრირებული. ილია თოფურიამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მივიღე უმძიმესი გადაწყვეტილება, რომ დროებით უარი ვთქვა ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე. ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც მარტივად მივიღე. მაგრამ, როდესაც იქმნება გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის შენს პირად ინტეგრაციას, ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, რომ ამ ყველაფერს პირადად უპასუხო.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში მძიმე და მიუღებელი წნეხის წინაშე აღმოვჩნდი - მათ შორის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოჯახურ ძალადობაში მადანაშაულებდნენ. ეს ბრალდებები სრულად უსაფუძვლოა. სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

ყველა საჭირო მტკიცებულება გულდასმით მოვიძიეთ და აღვწერეთ - მათ შორის აუდიო ჩანაწერები, ტექსტური კომუნიკაცია, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო სამხილები. ყველა ეს მტკიცებულება გადაცემულია შესაბამის იურიდიულ ჯგუფს, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისებისა და მრავალჯერადი მუქარის წინააღმდეგ.

თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ შემენარჩუნებინა დუმილი განპირობებული იყო ჩემი შვილების დაცვის მიზნით. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მაგრამ, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს ვერ დაიცავს და პირიქით, ხელს უწყობს ყალბი ნარატივის გაღვივებას.

ბევრ ინდივიდუალს შეექმნა მსგავსი პრობლემა და სასამართლომ ყველა გარემოება დაადგინა. დღეს ვდგამ ნაბიჯს არა მხოლოდ ოჯახისა და საკუთარი თავის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ არავინ უნდა იყოს დაშინების, მანიპულაციისა და შიშის მსხვერპლი. ყველა, ვინც მიცნობს, მარტივად დაადასტურებს, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში. ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული. სასამართლო პროცესს სრულ ნდობას ვუცხადებ - სასამართლო სისტემათან სრულად ვითანამშრომლებ, რათა ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით სიმართლე დაადგინოს.

ჩემი შვილებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საჯარო განცხადებას აღარ გავავრცელებ. უმორჩილესად გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავეთ და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ რთულ დროს.

სიმართლეს არ სჭირდება ხმაური - სიმართლე ფაქტებით დადგინდება. - ილია თოფურია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ უკანასკნელად UFC317-ზე იბრძოლა. მთავარი სატიტულო ბრძოლა, "ელ მატადორის" ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის შემდეგ, ოლივეირა მესამე ტიტულოვანი მებრძოლი გახდა, რომელმაც თოფურიას მძიმე დარტყმებს ვერ გაუძლო. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიგო.

სხვა სტატიები