Belive

"31 წლის ხარ, გთხოვ ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გამიხადო" - დანა უაითი მებრძოლს მიმართავს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

გასულ საღამოს Dana White's Contender Series გაიმართა, რომელიც სანახაობრივი ბრძოლებით და საინტერესო ამბებით ხშირად გვანებივრებს. გამონაკლისი არც გუშინდელი საღამო იყო. დანა უაითმა სენეგალელი მებრძოლი ჯერ კარგად გამოლანძღა, ბრძოლის უნარებიც დაუწუნა და ბოლოს UFC-ში მაინც აიყვანა.

დიდო ბიჭო, შენი ბრძოლა საშინელება და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო, რაც Contender Series-ზე მინახავს. შენი დგომა საშინელებაა. გამარჯვებისთვის ჭიდაობა გადაწყვიტე, სანამ ხალხმა სტვენა არ დაგიწყო. თუ UFC-ში იბრძოლებ, ზუსტად ისე დაგანოკაუტებენ, როგორც შენ გააკეთე. კიდევ ერთი დიდი პრობლემა - შენ 31 წლის ხარ. თუ ახლა ვერ მიიღებ ამ შესაძლებლობას, შემდეგში რას გააკეთებ? გთხოვ, ეს გადაწყვეტილება არ მანანო. - დანა უაითი

ადამა დიოპი სენეგალელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 7 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ აფრიკელ მებრძოლს 7-დან 6 ბრძოლა ნოკაუტით აქვს წაგებული. დიოპმა საკუთარი ქვეყნის ისტორია დაწერა და UFC-ში პირველი სენეგალელი მებრძოლი იქნება.

სხვა სტატიები