Belive

არიარნე ტიტმუსი: "ოლიმპიადაზე არსებული პირობები რეკორდის დაკარგვად დამიჯდა"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ავსტრალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, არიარნე ტიტმუსი, ოლიმპიურ სოფელში არსებული პირობებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, პარიზის ოლიმპიადის პირობები მსოფლიო რეკორდის დაკარგვად დაუჯდა.

200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიო ოლიმპიური რეკორდი სწორედ ტიტმუსს ეკუთვნოდა, ავსტრალიელს ეს მანძილი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 1:53:50 წუთში ჰქონდა დაფარული, თუმცა ამჯერად, მან ეს შედეგი ვერ გაიმეორა და 1:53:81 დააფიქსირა, ოქროს მედალი მისმა თანამემამულემ მოიგო და თან ახალი რეკორდიც დაამყარა, ტიტმუსს კი მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო. არიარნე ამ ოლიმპიადაზეც არ დარჩენილა ჩემპიონობის გარეშე, მან 400 მეტრზ თავისუფალი სტილით ცურვაში მაინც აიღო ოქრო, თუმცა არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ნამდვილად რთულია ემოციების შეკავება ამ სიტუაციებში. მე ვიცი, როგორია იყო ოლიმპიური ჩემპიონი - გულწრფელად ვამბობ. ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ პოდიუმზე ვარ, ამაღამ დასაკარგი არაფერი მქონდა.

ეს ის დრო არ იყო, რისი დაფიქსირებაც მსურდა, თუმცა ოლიმპიურ სოფელში შექმნილი პირობები მიზნის მიღწევას ართულებს. ეს ადგილი არაა იმისთვის, რომ სპორტსმენმა აბსოლუტურად ყველაფერი მიიღოს მაღალი დონის გამოსვლისთვის, მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობასა და კონცენტრაციაზე ვართ დამოკიდებული. - განაცხადა არიარნე ტიტმუსმა

სხვა სტატიები