Belive

"არასდროს დაგვავიწყდები დიოგუ, მუდამ ჩვენი 20 ნომერი" - პადი პიმბლეტი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

გუშინ დილით სოციალურ ქსელში საფეხბურთო სამყაროსთვის და არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მის ტრაგიკულ სიკვდილს არაერთი სპორტსმენი და ფეხბურთთან დაახლოებული პირი გამოეხმაურა.

ჟოტას ოჯახს უსამძიმრებს პადი პიმბლეტიც, რომელიც "ლივერპულის" დიდი გულშემატკივარია.

სიგიჟეა სამყაროს მეორე ნაწილში გაიღვიძო და ჟოტას შესახებ ასეთი გამანადგურებელი ინფორმაცია გაიგო. ამ მძიმე მომენტში მის მეუღლესა და შვილებზე ვფიქრობ. არასდროს დამავიწყდება, ტიტულის მოგების შემდეგ, უემბლისკენ მიმავალნი მასზე როგორ ვმღეროდით. არასდროს დაგვავიწყდები დიოგუ, მუდამ ჩვენი 20 ნომერი. - წერს პადი საკუთარ სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram

A post shared by Paddy THE BADDY Pimblett (@theufcbaddy)

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდულ გრანდთან ერთად, ჟოტა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

სხვა სტატიები