"3-4 ბრძოლა, მაქსიმუმ 5 და თოფურია გაუჩინარდება" - დემეტრიუს ჯონსონი
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია 66 კილორამის ქამარი დათმო და ახლა 70 კილოგრამში ასპარეზობს. დივიზიონის ლეგენდების დამარცხების შემდეგ, ქვემსუბუქ წონაში "მატადორისთვის" საპირწონე მოწინააღმდეგეების პოვნა ჭირდა. ახლა ის მსუბუქ წონაში ავიდა და 70 კილოგრამის ქამრისთვის ბრძოლაში კიდე ერთი ლეგენდა ჩარლზ ოლივეირა გათიშა.
დემეტრიუს ჯონსონის აზრით, ილია კარიერის 'დახურვასთან' ძალიან ახლოსაა. Mighty Mouse-ის აზრით, ილიას სულ რამდენიმე ბრძოლაში დაგვემშვიდობება.
3-4 ბრძოლა, მაქსიმუმ 5 და ის გაუჩინარდება. ილია პოტენციური ხაბიბია, რომელმაც სპორტი უბრალოდ დატოვა. ის იტყვის: "მოვრჩი, მე აღარაფერის დამტკიცება მჭირდება." არსებობს შანსი, რომ ილიამ 77 კილოშიც იჩხუბოს. - ამბობს დემტრიუს ჯონსონი
Demetrious Johnson thinks Ilia Topuria will end his career like Khabib — undefeated and with nothing left to prove.🫡👊
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) July 1, 2025
"I think you're going to see him 3–4 more times, maybe 5 max, and he's gonna disappear. Undefeated, he could be a potential Khabib. It's like, 'I'm done, don't… pic.twitter.com/gcXhfzGEEE
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ს ორი წონის ჩემპინის ქამარი მოირგო.