Belive

მერაბ დვალიშვილი: "ილია თოფურიასთან ერთად დიდი გეგმები მქონდა"

4 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი წლის დასასრულის დროს საკუთარი დაბადების დღის და სხვა დღესასწაულების აღნიშვნას აპირებდა, მაგრამ ეს იქამდე, სანამ UFC მას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუნიშნავდა. დვალიშვილი 34 წლის 10 იანვარს ხდება, სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს კი პირვველად UFC311-ზე, 18 იანვარს დაიცავს.

ufcespanol-თან ინტერვიუში მერაბი აღნიშნავს, რომ ახალი წლის დასასვენებლად გამოყენებას გეგმავდა, უნდა ჩასულიყო ესპანეთში ილიასთან და დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გააუქმა.

ის, რომ ტიტულის მოპოვებიდან 4 თვეში ოქტაგონზე დავბრუნდები, ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს. ეს ძალიან სწრაფი დაბრუნებაა. ასევე, მე მივიღე ეს ბრძოლა მხოლოდ ექვს კვირაში... უამრავი გეგმა მქონდა შობას, ახალ წელს, ჩემს დაბადების დღეს... ვაპირებდი ილიასთან ესპანეთში ჩასვლას და სიამოვნების მიღებას. ბრძოლის გამო ყველაფერი გაუქმდა, უმარს რამადანის პერიოდში ბრძოლა არ სურდა - კარგი, ეს პრობლემა არაა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

სხვა სტატიები