Belive

პიოტრ იანი: "მერაბი უმართან ბრძოლისთვის ჯერ მზად არ არის"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შაბათს UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საკმაოდ საინტერსო ბრძოლა გაიმართება. ერთმანეთს პიოტრ იანი და დეივესონ ფიგერედო შეხვდებიან. რუსი მებრძოლი, რომელიც მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა, თვლის რომ ფიგერედოსთან გამარჯვება სატიტულო რბოლაში კვლავ ჩართავს. იანს მერაბისა და უმარის შესაძლო დაპირისპირების შესახებაც ჰკითხეს და საკმაოდ საინტესო პასუხი გასცა.

ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ბრძოლაა, რადგან დეიევესონი ყოფილი ჩემპიონია. გარდა ამისა, მოქმედი ჩემპიონი მერაბი თვლის, რომ ის სატიტულო შანსს იმსახურებს. ასეთი მებრძოლის დამარცხება, რომელიც ნომერ პირველ კანდიდატად ითვლება, მე საჩემპიონო რბოლაში კვლავ ჩამრთავს.

ახლა წონის ჩემპიონი მერაბია და როგორც ჩანს ჯერ უმართან ბრძოლისთვის მზად არ არის, ის გაურბის. იმასაც ვფიქრობ, რომ უმარს რამდენიმე კარგი გამარჯვების მოპოვება სჭირდება. სიტუაცია დივიზიონში ძალიან არეულია, ჯერ არავინ იცის ვინ არის საჩემპიონო ბრძოლის პრეტენდენტი. - განაცხადა იანმა MMA Junkie-სთან საუბრისას

პიოტრ იანისა და დეივესონ ფიგერედოს ბრძოლა შაბათს გაიმართება. ვინაიდან ღონისძიება ჩინეთში იმართება, მთავარი ჩხუბები შუადღის სამი საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები