Belive

"არ მგონია ლოდინი ილიასთვის კარგი იყოს" - ალექს ვოლკანოვსკი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას მომავალი ბრძოლის მიმართ ბევრი კითხვაა. მოწინააღმდეგეთა სია არც ისე პატარაა. მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, ალექს ვოლკანოვსკი... ჯერჯერობით, დანამდვილებით არ ვიცით ვის წინააღმდეგ ვიხილავთ "მატადორს". რამდენიმე დღის წინ, ჯო როგანმა თქვა, რომ ილიამ ალექსთან რემატჩზე უარი თქვა. "ვოლკმა" ამის შესახებ FOX Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პირველ ყოვლისა ვიტყვი, მე ნათლად განვაცხადე, რომ წლის ბოლოს ბრძოლისთვის მზად ვარ. პერთის ქარდზე ჩხუბის შესახებ ბევრი კითხვა ისმოდა. ჯო როგანს ალბათ შიდა ინფორმაცია ჰქონდა, რომ ილიას ჩემთან შეხვედრა არ სურდა. მან ახსენა, რომ ჩემპიონი ქამარს სახლში უნდა იცავდეს. მათ სურთ, რომ ჩვენი ბრძოლა ესპანეთში შედგეს მაგრამ, ეჭვი მაქვს დროში ვერ ჩაეტევიან. არ ვიცი ჩხუბი როდის შედგება. მომავალ წელს? არა მგონია ლოდინი ილიასთვის კარგი იყოს. ამდენი ხანი ლოდინი არც მე მინდა. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი სწორედ ალექს ვოლკანოვსკიმ წინააღმდეგ მოიპოვა. ავსტრალიელი ჩემპიონი ქვემსუბუქ დივიზიონში დაუმარცხებელი იყო და ილია პირველი გახდა, რომელმაც ვოლკანოვსკისთან მოიგო.

სხვა სტატიები