Belive

"კონორი ფლოიდთან ჩხუბის შემდეგ დავკარგეთ, არ მინდა იგივე ილიაზე განმეორდეს" - მაიკლ კიეზა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ კრივის ჩხუბის გამართვაზე არაერხელ ისაუბრა. ბოლო პერიოდია მას დაპირისპირება აქვს ტერენს კროუფორდთან. გარდა ამისა, მას არაერთხელ უხსენებია, რომ MMA-ს შემდეგ საკუთარი ძალების რინგში გამოცდა სურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გულშემატკივრებს სხვადასხვა აზრი აქვთ. მაიკლ კიეზას არ უნდა, რომ "მატადორმა" კრივის ბრძოლა გამართოს. ამერიკელ კონორის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ირლანდიელი სწორედ ფლოიდთან ჩხუბის შემდეგ დაიკარგა.

კონორი ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბის შემდეგ დავკარგეთ. არ ვამბობ, რომ კროუფორდმა ბრძოლების გაყიდვა არ იცის. მეივეზერი ამისი ოსტატი იყო და არც ილიაა კონორი. მაკგრეგორის თრეშ თოქი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ილიას ისეთივე ბასრი ენა უბრალოდ არ აქვს. ამ ჩხუბის ჩასანიშნად ორმა მებრძოლმა, სხვადასხვა სამყაროდან ბევრი უნდა გააკეთონ, რომ ყველას ყურადღება დაიმსახურონ. - განაცხადა მაიკლ კიეზამ

შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდმა უდავოდ ლეგენდარული და კრივის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი კანელო ალვარესი დაამარცხა. ამერიკელს კარიერაში 42 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო.

ილია თოფურია კი, ასეთ მრისხანე მეტოქესთან ბრძოლას დაჟინებით ითხოვს.

სხვა სტატიები