არ იყო და დაემატა | ტედი რინერმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გადაწყვიტა
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 89 ქვეყნის, 520 ძიუდოისტია რეგისტრირებული.
უკვე ცნობილია რამდენიმე ნაკრების შემადგენლობა, მათ შორის შემადგენლობა დაასახელა საფრანგეთის ნაკრებმა - აღსანიშნავია, რომ მათ მამაკაცებში მძიმე წონები (100 და +100) მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიჰყავდათ და 3 წონა ჰქონდათ გაორებული, თუმცა ცვლილება მოხდა შემადგენლობაში - მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში დაემატა ტედი რინერი.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ - ლუკა მხეიძე, რომან ვალადირ პიკარი
66 კგ - დაიკი ბოუბა, ვალიდ ხიარი
73 კგ - ჟოან-ბენჟამინ გაბა
81 კგ - არნო არეგბა
90 კგ - მაქსიმ-გაელ ჰამბუ ნგაიაპი, ალექსის მათიუ
100 კგ - ტედი რინერი
ეს ფაქტი ძალიან უცნაურია, რადგან რამდენიმე დღის წინ თავად ლეგენდარულმა ფრანგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან იდაყვის ოპერაციის შემდეგ სრულად ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო და მსოფლიოზე არ იჭიდავებდა, თუმცა, ახლა იგი შემადგენლობაში ოფიციალურად დაემატა.
როგორც ჩანს, ტედი რინერი ტრავმას ნელ-ნელა იშუშებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ კარიერაში მეთორმეტედ იზეიმოს მსოფლიო ჩემპიონობა.