Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | მსოფლიო პირველობა გუნდური პირველობით დაიხურება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.

ინდივიდუალური ჭიდაობები ოფიციალურად დასრულდა და +100 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი გურამ თუშიშვილმა მოიგო - ეს ზედიზედ მეორედ მოხდა. თუშა ფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა. გურამი იუკოთი იგებდა, თუმცა მეტოქისგან ვაზარი გაუშვა.

მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური პირველობით დასრულდება.

პრევიუ

გუნდურ პირველობას 1/8-ფინალიდან ვიწყებთ, სადაც ჩვენი მეტოქე ჩინეთის ნაკრები იქნება, 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი უნგრეთი-იტალიას შორის გამარჯვებულს შევხვდებით.

1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქე იაპონია იქნება.

  • 1/8-ფინალი - ჩინეთი

  • 1/4-ფინალი - იტალია/უნგრეთი

  • 1/2-ფინალი - (იაპონია/ავსტრია) / (უზბეკეთი/თურქმენეთი)

  • ფინალი - ბადის მეორე მხრიდან (რუსეთი, საფრანგეთი, კორეა, მონღოლეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, გერმანია, აზერბაიჯანი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს გუნდური პირველობისთვის მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია დაემატებიან, დანარჩენი ძიუდოისტები კი ძირითადი გუნდიდან დაგვემატებიან.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები