Belive

"არ გამიკვირდება თუ არმანს პირდაპირ გეიჯისთან ჩხუბს მისცემენ" - რობერტ უიტეკერი

21 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უიტეკერმა არმან ცარუკიანის ბოლო გამოსვლაზე ისაუბრა. ავსტრალიელი ცარუკიანის ნოკაუტით აღფრთოვანებული დარჩა და თვლის, რომ გეიჯისთან ბრძოლაც სიურპრიზი არ იქნება. თავად იუტეკერს ილიას და არმანის ბრძოლას ნახვა სურს.

ის იდაყვი ძალიან მაგარი იყო, რომელმაც რუფი ბოლომდე გათიშა. ეს ბიჭი ძეგლივით გამოიყურება. რუფის გალიასთან ჭიდაობაში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ცარუკიანმა ჭიდაობის მუდმივად დაცვაზე ფიქრით, მისი კაპიტულაცია მოახერხა. არ გამიკვირდება თუ არმანს პირდაპირ გეიჯისთან ჩხუბს მისცემენ. ფურცელზე არმანს აქვს უნარები, რომლითაც გეიჯის დამარცხება შუძლია. მე მირჩევნია არმანის და ილიას ბრძოლა ვნახო. - რობერტ უიტეკერი

მსუბუქ წონაში მართლაც ძალიან კონკურენტული გარემოა. ცარუკიანმა ფაქტობრივად ყველა მებრძოლს მოუგო და სატიტულო ბრძოლას მაინც ვერ ინაღდებს. პადი გეიჯისთან დამარცხების შემდეგ, ძალიან დამაჯერებლად დაბრუნდა და ბენუა სენ-დენი შესანიშნავი მახრჩობელათი გაგუდა. რაც შეეხება ილიას, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემპიონი იყო და გეიჯისთან რევანში მისთვის პრინციპის საკითხია.

სხვა სტატიები