Belive

ანტონ პლესნოი | მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა - ანტონ პლესნოიმ მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მძიმე ტრავმის მიუხედავად, ანტონ პლესნოიმ, მისმა სამწვრთნელო შტაბმა და ექიმებმა ბოლომდე იბრძოლეს და საქართველო ასახელეს. ანტონ პლესნოიმ სოციალურ ქსელშიემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
"ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი! მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე ვხვდებოდი, რომ არ მაქვს უფლება მედლის გარეშე დავრბრუნდე იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე მივიღე. მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გადაიტანეს ყველა სირთულე. მწვრთნელებს გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს ჩემს მომზადებაში, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრავმამ არ შემიშალოს ხელი გამოსვლაში და მიმკურნალეს მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს."

სხვა სტატიები