სუმოს განახლებული რეიტინგი ცნობილია | ტოჩინოშინის ბოლო წლების ანტირეკორდი
2 წლის წინ
სხვა
2 წთ
სად ჩატარდება?
ტურნირს ტრადიციისამებრ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე უმასპინძლებს. დარბაზის ტევადობა 11,098 მაყურებელია, თუმცა კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, თითქმის ორი წელია მაყურებელთა სრული რაოდენობის დაშვება აკრძალულია.
სანიაკუ
იოკოძუნა ჰაკუჰოს როგორც მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ, უმაღლესი წოდების მქონე სუმოისტი მხოლოდ მონღოლი ტერუნოფუჯია. ოძეკის რანგში აღმოსავლეთიდან ტაკაკეიშო, დასავლეთიდან კი შოდაი იქნებიან წარმოდგენილები. იერარქიულად რიგით მესამე წოდება სეკივაკეა, რომელსაც ჰაცუ ბაშოზე მიტაკეუმი (აღმოსავლეთიდან) და ტაკანოშო (დასავლეთიდან) მოირგებენ. სანიაკუს ანუ უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლების საზოგადოებაში ყველაზე დაბალი - კომუსუბის სტატუსი 2022 წლის გამხსნელ ტურნირზე აღმოსავლეთიდან მეისეის და დასავლეთიდან დაიეიშოს ერგოთ.
ტოჩინოშინი
ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისთვის "ანტირეკორდულ" საფეხურზე იქნება გამწესებული. გამომდინარე წინა ტურნირზე დაფიქსირებული მინიმალური უარყოფითი ბალანსისა, რომელიც თავის მხრივ არგუმენტირებულად შეიძლება ითქვას, რომ თავდადებულობის კიდევ ერთი მაგალითია, (ლევან გორგაძემ ანუ ტოჩინოშინმა, ნოემბრის ბაშოზე 5 დღე გამოტოვა და ავტომატური მარცხი ჩაეწერა, მიუხედავად ამისა საბოლოოდ მინიმალური უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა) ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირად იქნება წარმოდგენილი.