Belive

ანდერსონ სილვა და ჩაელ სონენი კრივის ბრძოლას გამართავენ

3 თვის წინ სხვა
1 წთ

15 ივლისს ბრაზილიაში MMA-ის ლეგენდარული მებრძოლების ჩხუბი გაიმართება. ჩაელ სონენი და ანდერსონ სილვა ერთმანეთს კრივში დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ორთაბრძოლა Globo’s Fantastico-ს პრომოუშენის ეგიდით გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რამდენი რაუნდი ან საერთოდ პროფესიონალური თუ უბრალოდ საჩვენებელი ბრძოლა იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არც წონითი კატეგორიაა შეთანხმებული.

ეს ორი მებრძოლი აქამდეც შეხვედრია ერთმანეთს. UFC-ის ოქტაგონზე გამართული ორივე ჩხუბი ანდერსონ სილვას გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაელ სონენმა UFC-ის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი სამჯერ იყო.

სხვა სტატიები