გართულებული ჯანმრთელობის ფონზე ბენ ასკრენი საავადმყოფოში მოხვდა
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენ ასკრენის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. თუ გავრცელებულ ამბებს დავუჯერებთ, ამერიკელი მებრძოლი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს და სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო.
როგორც დენიელ კორმიე ამბობს, ბენს ინფექცია ჰქონდა და გარკვეული ჩივილებიც აწუხებდა. საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა და ასკრენი შინ იმყოფება.
ბენ ასკრენი, ჩვენი კარგი მეგობარი Funky and the Champ-იდან, მძიმე მდგომარეობაშია. იმ ღამეს, როცა ბოლო ეპიზოდი ჩავწერეთ, ბენს ჩივილები ჰქონდა. მას საკმაოდ მძიმე დროის გატარება მოუწია ვეგასში. მინდა გამცნობოთ, რომ ახლა ის ვისკონსინში, სახლშია. ბენი ოჯახთან და მის ლამაზ ცოლთან ემისთან ერთადაა. - განაცხადა DC-მ
Daniel Cormier clears the air — Ben Askren is back home and with his family after battling infection. Ignore the false rumors. 🙏🛡
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) June 12, 2025
"I wanna report to you guys that he's now back home. He's with his family. I cannot wait for the next 'Funky and the Champ' because we'll talk… pic.twitter.com/OCthiQcytO
ბენ ასკრენი MMA-ს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია. მან 22 ჩატარებული ბრძოლიდან 19 მოიგო. გარდა ამისა, ასკრენი თავისუფალ ჭიდაობაში პან ამერიკული თამაშების, Bellator-ის და ONE-ის ჩემპიონი გახლავთ.