Belive

"UFC მას საქმეს უმარტივებს, მაგრამ ამას არ იმსახურებს" - მერაბი ნურმაგომედოვზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

აბუ-დაბიში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე, უმარ ნურმაგომედოვმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ამ გამარჯვებით კავკასიელმა რეიტინგში სერიოზულად აიწია და როგორც დანა უაითმა თქვა, მერაბსა და ო'მალის შორის გამარჯვებულს ის შეხვდება.

მერაბ დვალიშვილმა ამის შესახებ ერთ-ერთ ამერიკულ მედიასთან ისაუბრა.

UFC მას საქმეს წინ უგდებს მაგრამ, ამას არ იმსახურებს. ის კარგი მებრძოლია თუმცა, მე-10 ნომერია. ის ხაბიბის ბიძაშვილია და სწორედ ამიტომ UFC-ის სურს წინ წავიდეს. ალჯამაინ სტერლინგმა, მე, და კორიმ ჩვენი ადგილი დავიმსახურეთ. ცოტა საწყენია, როცა ასეთ რაღაცას ვხედავთ. მასთან ბრძოლას აღფრთოვანებული არ ველოდები, რადგან ვიცი უმარი აქამდე ადვილად მოვიდა. UFC 12 ბრძოლა მაქვს და 7-8 მებრძოლი დავამარცხე, რომელიც რეიტინგში იყო. უმარს კი ეს არ გაუკეთებია. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ ჩაენიშნა. UFC-ის ღონისძიება პირველად Sphere-ში გაიმართება და როგორც დანა უაითი ამბობს, რეკორდულ თანხასაც მიიღებს.

სხვა სტატიები