"ამჯერად მერაბის წინააღმდეგ შონ ო'მაგომედოვი გამოვა" - ფანები მერაბისა და შონის რემატჩზე
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს რეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის შეხვდება. რემატჩი ამერიკის დროით 7 ივნისს ნიუ ჯერსიში შედგება.
გულშემატკივრებში ამ რემატჩმა უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ამჯერად მერაბის წინააღმდეგ შონ ო'მაგომედოვი გამოვა.
მუდამ შონს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ რემატჩის მეშინია.
მერაბის გამარჯვების გზა - სექსუალური ძალადობა.
მერაბის მცდელობაზე ო'მალი მფრინავი მუხლით უპასუხებს და ასე მოიგებს.
ბრძოლის დროს გალიას მოეჭიდე, თვალში თითი ატაკე და ა.შ. მერაბი ბინძური მებრძოლია.
რა გააკეთა ო'მალიმ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა დაემსახურებინა?
კიდევ ერთი დომინანტური გამარჯვება ჩემპიონისგან.
დვალიშვილმა ყველაზე მარტივი მეტოქე შეირჩია.
მერაბ, ამჯერად ფინიშით უნდა გაიმარჯვო. - წერს გულშემატკივარი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის პირველი ჩხუბი 15 სექტემბერს შედგა. Sphere-ში გამართულ ლეგენდარულ ღონისძიებაზე "მანქანამ" 5-რაუნდიანი დომინაციის შემდეგ ჩემპიონის ქამარი წელზე შემოირტყა. ამის შემდეგ დვალიშვილს ქამრის დაცვა ერთხელ ჰქონდა, რომელიც უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით მოახერხა.