Belive

საუკეთესო მებრძოლების TOP 3-ში ორი ქართველია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, რომლის სამეულშიც ორი ქართველი მებრძოლი მოხვდა – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. ეს ცვლილება სპორტიდან მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის, ჯონ ჯონსის წასვლამ გამოიწვია. აქამდე, ჯონსი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა.

რეიტინგის ლიდერად რჩება მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეზეა, ხოლო ილია თოფურია მესამეზე.

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):

  1. ისლამ მახაჩევი

  2. მერაბ დვალიშვილი

  3. ილია თოფურია

  4. დრიკუს დუ პლესი

  5. მაგომედ ანკალაევი

  6. ალექსანდრ ვოლკანოვსკი

  7. ჯეკ დელა მადალენა

  8. ტომ ასპინალი

  9. ალექსანდერ პანტოჟა

  10. ალექს პერეირა

  11. მაქს ჰოლოუეი

  12. ბელალ მუჰამედი

  13. ჩარლზ ოლივეირა

  14. არმან ცარუკიანი

  15. ხამზატ ჩიმაევი

სხვა სტატიები