Belive

"მაკგრეგორი უკეთესია" - მახაჩევმა ილიას და კონორის შემტევითი უნარები შეადარა

16 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას და კონორ მაკგრეგორის შემტევითი უნარები შეადარა. მახაჩევმა განმარტა, რომ ორივეს აქვს ისეთი უპირატესობა, რომლითაც შეუძლიათ გამორჩეულნი იყვნენ.

თუ შემტევით ძალაზე ვსაუბრობთ, ალბათ თოფურია უფრო ძლიერია. მაგრამ, თუ კონტრ დარტყმაზე ვილაპარაკებთ, მაშინ მაკგრეგორი უკეთესია - მისი თაიმინგით და მოლოდინის უნარით. მეც ცაცია ვარ და კონორიც. როგორც მაკგრეგორი მოწინააღმდეგეებს მარცხენა ხელით იჭერს, ეს უბრალოდ სხვა დონეა. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

აქვე გეტყვით, რომ კონორ მაკგრეგორის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ირლანდიელი ამბობს, რომ მან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია. ახლა მხოლოდ ხელის მოწერა რჩება და სულ მალე გვეცოდინება როდის დაბრუნდება კონორი.

სხვა სტატიები