Belive

"ალჯოს გათიშვის შემდეგ, ჩემი და მერაბის დაპირისპირება პირადული გახდა" - შონ ო'მალი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი საკუთარ სუპერმსუბუქი წონის ქამარს მეორედ დაიცავს. "შუგამ" პირველ შემთხვევაში მარლონ ვერა დაამარცხა, სადაც ფავორიტად ითვლებოდა. ახლა კი მეტოქე მერაბ დვალიშვილია, სადაც საქმე უფრო რთულდება. მიუხედავად ამისა, ჩემპიონი კვლავ თავდაჯერებულია და თვლის, რომ ქართველ "მანქანას" გათიშავს.

მერაბზე ყველაზე მეტად იმას ვფიქრობ, რომ სულელია. მან ისიც კი არ იცის ყინული რა არის. გაყინულ ტბაში თავით ჩახტა, რაც მასზე ბევრს ამბობს.

მას შემდეგ, რაც "ალჯო" გავთიშე ჩემი და მერაბის დაპირისპირება პირადული გახდა. მერაბის გათიშვა შემიძლია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ რაუნდში მაგრამ, სავარაუდოდ ეს მეორეში მოხდება.

მერაბი თავს ხან ქართველად, ხან ამერიკელად და ხან მექსიკელად ასაღებს. მე მასზე მეტად მექსიკელი ვარ, რადგან მექსიკელი ოჯახი მყავს. ყურადღების მისაქცევად ყველაფერს ცდილობს და არ შემიძლია ეს მაღიზიანებდეს.

ჩემი აზრით, უმარი მეტად იმსახურებს რომ ახლა ჩემთან იბრძოდეს, ვიდრე მერაბი. ამას მართლა არ ვგულისხმობ მაგრამ, მერაბი ამ ინტერვიუს ნახავს და გაგიჟდება. შემდეგი უმარი ნამდვილად არ უნდა იყოს. შეიძლება ეს ფიგერედო ან ილია თოფურიაც კი იყოს. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები