"დივიზიონი ორჯერ გაწმინდა“ - უიტეკერი ვოლკისთვის მსუბუქ წონაში კიდევ ერთ შანსს ითხოვს
რობერტ უიტეკერი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ირგვლივ არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა და ორგანიზაციას მოუწოდა, ალექსს მსუბუქ წონაში კიდევ ერთი შანსი მისცეს.
ვოლკანოვსკი წარსულში ორჯერ შეეცადა ორი წონის ჩემპიონობის მოპოვებას, თუმცა ისლამ მახაჩევთან მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, უიტეკერი მიიჩნევს, რომ ვოლკის დამსახურებები იმდენად დიდია, რომ მას ელიტურ ბრძოლებზე პრეტენზიის უფლება კვლავ აქვს.
მიეცით მას უფლება ეჩხუბოს გეიჯის ან არმანს. ამ ბიჭმა დივიზიონი თითქმის ორჯერ გაწმინდა. მან ყველასთან იჩხუბა, ვინც კი არსებობს. ის ამას იმსახურებს.
გარდა ამისა, ხალხი ასეთ ბრძოლებს მეტად უყურებს. ფანებს სურთ ასეთი ბრძოლების ხილვა. მიეცით საშუალება, ამ დიდ და შემოსავლიან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. მიეცით შანსი მიიღოს ის, რაც დიდი ხანია სურს - ორმაგი ჩემპიონობა. - ამბობს უიტეკერი
.@robwhittakermma feels Volk has done more than enough to earn another shot at becoming a two-division UFC champion:
— Ariel Helwani (@arielhelwani) November 9, 2026
“Let him fight Gaethje or Arman. The guy's cleaned out the division like twice. He's fought everyone and their friend.
He deserves it. Plus, people will tune in.… pic.twitter.com/GwpI5i6YJH
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ალექს ვოლკანოვსკიმ ქამარი წარმატებით დაიცვა. მან მოვსარ ევლოევი დაამარცხა და 20 ბრძოლის შემდეგ, კარიერაში პირველი წაგება აგემა.