"ახლა ილიასთან ბრძოლას აზრი აღარ აქვს" - ისლამ მახაჩევი
23 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯისთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ისლამი ამბობს, რომ მასთან ჩხუბის მისაღებად ილიას მოგებები სჭირდება. მახაჩევის თქმით, თოფურიას მასთან ბრძოლის შესაძლებლობა უნდა დაიმსახუროს.
ახლა ამ ბრძოლას აზრი აღარ აქვს, რადგან მან ჩხუბი უნდა დაიმსახუროს. მან ამის შესაძლებლობა დაკარგა. როცა შანსი მქონდა და მასთან ჩხუბი შემომთავაზეს დავთანხმდი. მაშინ ჩვენი ბრძოლა არ შედგა, ახლა კი ეს დაპირისპირება საერთოდ არ მაინტერესებს. - ამბობს ისლამ მახაჩევი
Islam Makhachev says that a fight against Ilia Topuria isn’t exciting after his loss against Justin Gaethje, and says he ACCEPTED a fight against Ilia Topuria when the UFC was planning the White House card 😳
— Title Fight (@TitleFightMedia) August 13, 2026
“He have to deserve something right now, he lose his opportunity…… pic.twitter.com/1FNdgzeTDU
გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ილიას რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. დიდია იმის ალბათობა, რომ "მატადორს" კვლავ გეიჯისთან ჩხუბი მისცენ.
რაც შეეხება მახაჩევს, ის იან გარის ხვდება. მათი ჩხუბი 16 აგვისტოს არის ჩანიშნული.