ამირან გოგოლაძე OKTAGON-ის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი MMA-ს მებრძოლი ამირან გოგოლაძე OKTAGON-ის რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა.
"სნაიპერმა" ბოლო ბრძოლა დაახლოებით ერთი თვის წინ გამართა, სადაც ძალიან გამოცდილი ბრაზილიელი ლეანდრო სილვა დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა საჩემპიონო ბრძოლა ფაქტობრივად გაინაღდა და მებრძოლთა რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა. გოგოლაძე ახლა მე-3 პოზიციაზეა და მის წინ მხოლოდ მიხაილიდისი და ველიჩკოვიჩი იმყოფებიან.
სილვას დამარცხებითა და რეიტინგში მე-3 პოზიციის დაკავებით, გოგოლაძეს საჩემპიონო ჩხუბი ფაქტობრივად განაღდებული აქვს. ქამრისთვის დაპირისპირება, რომელიც ვაკანტურია, დიდი ალბათობით, იონ სურდუსთან შედგება.
შეგახსენებთ, რომ გოგოლაძეს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 17 მისი გამარჯვებით დასრულდა.