Belive

ამანდინ ბუშარი: "2028 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოს გარდა, სხვა სპორტშიც მივიღებ მონაწილეობას"

4 კვირის წინ სხვა
1 წთ

ცნობილმა ფრანგმა ძიუდოისტმა - ამანდინ ბუშარმა განაცხადა, რომ მხოლოდ ძიუდოთი ვეღარ კმაყოფილდება და 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს გარდა რაგბის 7-ქალა ნაკრებში თამაში სურს.

29 წლის ფრანგმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვობიდან რაგბი მისი ერთ-ერთი საყვარელი სპორტია, თუმცა თავიდანვე ბედი ძიუდოში სცადა, რაგბის თამაშით კი აქტიურად არის დაკავებული, სწორედ ამიტომ, მას სურს, რომ ახლა ოლიმპიურ თამაშებზე არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ 7-ქალაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ, 29 წლის ფრანგმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

View this post on Instagram

A post shared by Amandine Buchard 🇫🇷 (@buchardamandine_52)

"მინდა გამოვაცხადო, რომ ვიწყებ ორმაგ პროექტს ლოს ანჯელესი ოლიმპიური თამაშებისთვის - ძიუდოში თამაშების კვალიფიკაცია და საფრანგეთის რაგბის ნაკრებში ადგილის მოპოვების მცდელობა.

მესმის, რომ გაბედული გამოწვევაა, მაგრამ როგორც ხშირად ვამბობ - ვინც გაბედავს, ის გაიმარჯვებს.

- ამანდინ ბუშარი

ამანდინ ბუშარი მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის ბრინჯაოსმედალოსანია, გარდა ამისა, იგი გუნდურ ასპარეზობაში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი. გარდა ამისა, ბუშარი 2-გზის ევროპის ჩემპიონია.

"რაგბი იყო ჩემი მთავარი აქტივობა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. ამ სპორტმა მომცა მეორე შესაძლებლობა და ენერგია, რომ ბოლომდე მებრძოლა და ბრინჯაოს მედალი მომეგო.

ამ გადაწყვეტილების გამო, ჩემმა კლუბმა უკვე გამიწყვიტა კონტრაქტი, რადგან PSG-სთვის მიუღებელია ჩემი ეს გადაწყვეტილება. ახლა პირველ რიგში ჩემი მთავარი მიზანი ისეთი კლუბის პოვნაა, რომელიც ამ ყველაფერში ხელს შემიწყობს და მხარს დამიჭერს ამ ორმაგ მისიაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რაგბიში განვითარება საფრანგეთის ნაკრების კარებს გამიღებს. ორი სპორტი ერთად შესანიშნავი კომბინაციაა უფრო დიდი მიზნებისთვის სწრაფვისკენ..." - ამანდინ ბუშარი

ამანდინ ბუშარი 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე 33 წლის იქნება და სწორედ ამ ასაკში აპირებს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთ სპორტის სახეობაში არ იასპარეზოს.

სხვა სტატიები