"ორგანიზაციას აწყობს, რომ თოფურია ჩემპიონი იყოს" - შავკატ რახმანოვი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
შავკატ რახმანოვმა ილია თოფურიას გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ყაზახი მებრძოლის თქმით, ორგანიზაციისთვის ილიას ჩემპიონობა კომერციულად ხელსაყრელია. ამის გამო UFC მას მაქსიმალურად უწყობს ხელს და მოსახერხებელ მეტოქეებს სთავაზობს.
აქ არის თოფურიაც - UFC-ის ვარსკვლავი და მედიის მხრიდან ყურადღებაც ექცევა. მას მხარი დაუჭირეს, ასე რომ, ყველასთვის ხელსაყრელია, თუ თოფურია ჩემპიონი გახდება. მას მოსახერხებელი მეტოქეები მისცეს. - განაცხადა ყაზახმა მებრძოლმა
Shavkat Rakhmonov believes the UFC backed Ilia Topuria’s rise to the top by giving him favorable matchups along the way. 👀
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) September 6, 2026
“The situation in the division changed. Topuria moved up to lightweight. They asked Islam to fight Maddalena, but actually, I was supposed to fight… pic.twitter.com/5ih7HeSJZR
ილია თოფურიას შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ არაფერი იწერება, მაგრამ ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.