Belive

"ამ მომენტს 7 წელი ველოდებოდი" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის გარშემო ყურადღება არ წყდება. ქართველს საჩემპიონო ბრძოლა განაღდებული აქვს. სუპერმსუბუქი წონის ტიტულს კი "შუგა" ფლობს. ჯერჯერობით ოფიციალურად ბრძოლა არ ჩანიშნულა, თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით ისინი შეხვდებიან. დვალიშვილმა ეს არიელ ელვანისთანაც დაადასტურა.

TNTSportUFC-სთან საუბრისას დვალიშვილმა განაცხადა, რომ ო'მალისთან დაპირისპირებისთვის სულ მზად არის.

მასთან საბრძოლველად ამ საღამოსაც მზად ვარ. როცა ჩემპიონი ისურვებს ბრძოლა მაშინ შედგება. მე ყოველთვის ვვარჯიშობ და ჯანმრთელად ვარ. ამ მომენტს 7 წელი ველოდებოდი და ამისთვის ახლა საუკეთესო დროა. - განაცხადა მერაბმ TNTSportUFC-სთან საუბრისას

მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა სავარაუდოდ სექტემბერში, ლას ვეგასში შედგება. ბრძოლა დიდი ალბათობით მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს, Sphere-ში გაიმართება.

სხვა სტატიები