Belive

"სონგ იადონგი უნდა მოემზადოს" - მერაბ დვალიშვილი

13 საათის წინ სხვა
1 წთ

MMA Junkie-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა პოტენციური მეტოქე დაასახელა. მერაბის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი სონგ იადონგი იქნება. ამას მარტივი მიზეზი აქვს - მერაბს სონგის გარდა დივიზიონში ყველა ჰყავს დამარცხებული. მერაბმა ისიც თქვა, რომ იანის გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლას ო'მალი მიიღებს.

თუ გავიმარჯვებ შემდეგი სონგ იადონგი იქნება, რადგან ჩვენ არასდროს შევხვედრივართ. ის ძალიან საშიშია, ხალხს ანოკაუტებს და ეს ყოველთვის ვიცოდით. თუ იანი მოიგებს, შემდეგი შონი იქნება, რადგან მათ დაპირისპირების ისტორია აქვთ. ამჯერად ძალიან მარტივია თუ ვინ იქნება შემდეგი. მე ვფიქრობ, რომ სონგ იადონგი უნდა მოემზადოს. - მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის ტრილოგია აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბრძოლა ღონისძიბის თანამთავარი ჩხუბი იქნება. შეგახსენებთ, რომ მერაბსა და იანს შორის ანგარიში 1:1. ბოლო ბრძოლაში იანმა გაიმარჯვა და დვალიშვილს ქამარიც წაართვა.

სხვა სტატიები