Belive

"ამ ბრძოლაში გამარჯვებული მე ვიქნები" - ილია თოფურია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მადრიდში მდებარე პრადოს ეროვნულ მუზეუმში ფილმ "ნაპოლეონის" პრემიერა გაიმართა. აღნიშნულ ჩვენებაზე უამრავი ცნობილი სახე იყო მიწვეული - რიდლი სკოტი, ხოაკინ ფენიქსი და სხვები. ბუნებრივია ამ საღამოს ილია თოფურიაც არ გამოაკლდებოდა, რომელიც თებერვალში UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

თოფურიას წითელ ხალიჩაზე ნაპოლეონის ჯარისკაცები მიაცილებდნენ

MMA-ს ვარსკვლავმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და მის მომავალ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ქართველი მებრძოლი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ვოლკანოვსკის ჩემპიონის ქამარს წაართმევს.

ყველაფერი ისე წარმომიდგენია, როგორც აქამდე ვფიქრობდი. ამ ბრძოლაში გამარჯვებული მე ვიქნები. ვხედავ, რომ ჩემი ოცნებები ახდება და მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი გავხდები. წინ ძალიან გრძელი სამი თვე მელის და ღმერთის წყალობით ოქტაგონიდან გამარჯვებული მე გამოვალ. რწმენა ქმნის რეალობას. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იქნება და შესაბამისად, რთულ მოსამზადებელ პერიოდსაც გავდივარ. - განაცხადა ილია თოფურიამ

ილია თოფურია პირველი ქართველი იქნება, რომელიც UFC-ში სატიტულო ორთაბრძოლას ჩაატარებს. თოფურიას მოწინააღმდეგე ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ორთაბრძოლა 2024 წლის თებერვალში არის ჩანიშნული. სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან, რომ მათი დაპირისპირება ესპანეთში შედგება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები