Belive

ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

დადასტურდა, რომ სვანეთის მწვერვალ შხელდადან მოწყვეტილი ცნობილი ქართველი მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არჩილ ბადრიაშვილი ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ყვებიან, რომ 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა. ექსპედიციაში მყოფებმა შეძლეს, რომ სიგნალი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მისულიყო. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ საღამოს მიაკვლია, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე,გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. 

არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ქართველმა მთამსვლელებმა ჯილდო 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით დაიმსახურეს, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.

სხვა სტატიები