Belive

უმარ ნურმაგომედოვი სონგ იადონგის წინააღმდეგ იბრძოლებს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის მე-2 ნომერს უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლა ჩაენიშნა, რომლის მეტოქეც სონგ იადონგი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაღესტნელი მებრძოლი მერაბ დვალიშვილს ჯერჯერობით აღარ შეხვდება. უმარი თავიდანვე ამბობდა, რომ ოქტაგონზე გამოსვლა რამადანამდე სურდა, მერაბს კი სულ სხვა გეგმები აქვს.

რთული სათქმელია ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს შონ ო'მალი იქნება. ცოტა ხნის წინ "შუგამ" თავად განაცხადა, რომ მერაბთან მაიამიში რემატჩი ძალიან უნდა.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - დეივესონ ფიგერედო. დვალიშვილი თავიდანვე ამბობდა, რომ უმარზე მეტად საჩემპიონო ბრძოლას სწორედ ბრაზილიელი იმსახურებდა. ფიგერედოს 23 ნოემბერს პიოტრ იანის წინააღმდეგ აქვს ბრძოლა ჩანიშნული. ამ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მარტში დვალიშვილის წინააღმდეგ ფიგერედო ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ო'მალიმ ჩემპიონის ქამარი სწორედ დვალიშვილთან დაკარგა. UFC Noche-ს ლეგენდარულ ღონისძიებაზე "მანქანამ" 5-რაუნდიანი დომინაციის შემდეგ სანატრელი ქამარი მოიპოვა.

სხვა სტატიები