Belive

ალჯო სტერლინგი: "იყო მეორე ჩხუბიც - ბიჭებს თავში წიხლებს ურტყამდნენ"

19 საათის წინ სხვა
1 წთ

აბუ დაბის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი, რომლის კადრებიც ვირუსულად გავრცელდა, შესაძლოა იმაზე ბევრად უფრო სასტიკი ყოფილიყო, ვიდრე ეს ვიდეოჩანაწერში ჩანს.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა, ახალი შემზარავი დეტალები გაამხილა (თავის დიდი ხნის თანაგუნდელ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით).

მანამდე უმარი არსად ჩანდა, მაგრამ როგორც კი კამერები გაითიშა, მოვიდა და მერაბს სახეში დაარტყა. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს სიტუაციის განმუხტვას აპირებდა, რადგან ვითარება უკვე მეტ-ნაკლებად ჩამცხრალი იყო.

ვიდეოზე ასახულ პირველ ინციდენტზე შეიძლებოდა თვალი დამეხუჭა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რა მოხდა მოგვიანებით, არავითარ შემთხვევაში. ჯერ უმარის მოსვლა და მისი საქციელი, შემდეგ კი ის, რომ საბა მიწაზე დააკავეს - ხელები დაუჭირეს, რათა თავზე ფეხებით შემდგარიყვნენ. ვფიქრობ, ეს უკვე მკვლელობის მცდელობაა.

ნეტავ იქ ვყოფილიყავი და მენახა, თუ შეინარჩუნებდნენ იგივე შემართებას, რადგან მათთვის სწორედ ასეთი ხელწერაა დამახასიათებელი. ისინი კაცს ერთი-ერთზე არც კი უახლოვდებიან. - განაცხადა სტერლინგმა

სტერლინგმა, რომელიც ამ შაბათს UFC Qatar-ზე კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება, მკაცრად გააკრიტიკა დაჯგუფება დვალიშვილსა და ლაზიშვილზე რიცხობრივი უპირატესობით თავდასხმის გამო. ამავდროულად მან განაცხადა, რომ თავდამსხმელების ადგილი ციხეშია.

სხვა სტატიები