Belive

ალჯიომ ჭიკაძე გამოიწვია: ,,ქართველები დიდად არ მიყვარს''

2 წლის წინ სხვა
2 წთ
UFC-ის მებრძოლმა, ბილ ალჯიომ, დღეს, ჟოანდერსონ ბრიტოსთან გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე კიდევ ერთხელ გამოიწვია:
,,არიან დარბაზში გიგას ფანები? სახლში წადით! მე მინდა ქართველთან შეხვედრა, რომელსაც ჭიდაობა არ შეუძლია. მომიყვანეთ გიგა! იმედი მაქვს, კატარი სახეს გაუერთიანებს, შემდეგ კი გეცოდინებათ მე ვინ ვარ!'' - განაცხადა ალჯიომ.
ამერიკელმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძეზე საუბარი პრესკონფერენციაზეც განაგრძო, სადაც ხუმრობით აღნიშნა, რომ ქართველები არ უყვარს:
,,ვიცოდი, რომ შემდეგი გიგას გამოსვლა იყო, ყოველ შემთხვევაში, სანამ კატარი გათიშავდა. ვიცი, რომ აქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ცუდი ბიჭის როლის მორგება ყოველთვის სახალისოა, ამიტომ, მინდა, ეს ბრძოლა შედგეს. რა მოხდა ჩვენ შორის? არაფერი, უბრალოდ, ქართველები დიდად არ მიყვარს... ვხუმრობ, უბრალოდ, ეგ ტიპი არ მომწონს! საქართველოს, როგორც ქვეყნის, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. გიგას პირადად ვიცნობ და პრობლემა სწორედ პერსონალურად მასთან მაქვს. წინა კვირასაც ვნახე და გამოვიწვიე, შორიდან თვალებს მიბრიალებდა, მე კი ღიმილით ხელს ვუქნევდი. აქამდე თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, ჩემ შესახებ, არაფერი იცის, არადა, ვიცი, რომ იცის, ვინც ვარ და ახლა ასე ვეღარ მოიქცევა, თავს ვეღარ ამარიდებს და იმას მივიღებ, რაც მინდა. სულ ამ ისტორიას ვყვები - ერთხელ შვებულების დროს კალიფორნიაში შევხვდით ერთმანეთს და სპარინგისას ძლიერად დარტყმა დამიწყო, რამაც გამაღიზიანა, ავიცილე და ერთი კარგად ვცემე. ამის გამეორება ოქტაგონზეც შემიძლია!''
ჟურნალისტის ბოლო კითხვაზე თუ ყველაზე მეტად რა არ მოსწონდა ქართველებში, ალჯიომ უპასუხა: ,,რა გინდა, მთელი ქვეყანა გადამამტერო (იცინის)? გიგა - ყველაზე უსაფრთხო პასუხი.'' დღეს გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა, რაც ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგება იყო.

სხვა სტატიები