Belive

"ის ელიტური მებძოლია" - არნოლდ ალენი ჭიკაძეზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA დიდ ბრიტანეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის ფონზე UFC-ც ინგლისში ივენთების ორგანიზებას აგრძელებს. 27 ივლისს UFC 304-ს სწორედ "ნისლიანი ალბიონი" უმასპინძლებს. ბუნებრივია, რომ ამ საღამოს ოქტაგონზე ინგლისელი მებრძოლების სიმრავლე იქნება. ერთ-ერთი მათგანი არნოლდ ალენი იქნება, რომლის მოწინააღმდეგე გიგა ჭიკაძეა. ალენმა გიგას შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

ის მაღალი კიკბოქსერია, რომელსაც კარგი დარტყმები აქვს. კარგი მუხლი, ძლიერი დარტყმები და საერთო ჯამში საოცარი სტრაიკერია. მაღალი დონის დარბაზში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონიც არის. ის ელიტური მებრძოლია. - განაცხადა არნოლდ ალენმა

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა.

რაც შეეხება ალენს. მან ბოლო ბრძოლა მოვსარ ევლოევთან დათმო და ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები