დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
რაც მოსალოდნელი იყო ის ახდა. მერაბ დვალიშვილის მომავალი მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი და კიდევ ბევრი ექსპერტის აზრით, უმარი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებდა, ის მერაბსთან მაინც იბრძოებს. ამის შესახებ დანა უაითმა ჯერ კიდე UFC 308-ის პრესკონფერენციაზე გადაწყვეტილად თქვა.
აღნიშნული დაპირისპირება UFC 311-ზე კალიფორნიაში შედგება. 18 იანვარის საღამოს კიდევ ერთი საღამოს კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა გვექნება, სადაც ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი შეხვდებიან.