Belive

"ალექსს ძალიან სურს, რომ რევანშის შანსი ამავე წელს მიეცეს" - ვოლკანოვსკის მწვრთნელი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე ქვემსუბუქ წონაში ალექს ვოლკანოვსკის პირველი მარცხი ვიხილეთ. ამის მთავარი შემოქმედი კი ილია თოფურია იყო. ავსტრალიელ ჩემპიონთან გამარჯვების შემდეგ, "მატადორი" პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

ილიამ "ვოლკი" საკმაოდ ბრუტალური ნოკაუტით გათიშა. ალექსისთვის ეს ზედიზედ მეორე ნოკაუტი იყო. მან პირველი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ განიცადა. ბევრი აკრიტიკებდა, რომ მახაჩევთან ბრძოლის შემდეგ "ვოლკი" ილიასთან ასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან დაკავშირებით ავსტრალიელი მწვრთნელმა ისაუბრა.

რაც შეეხება სიმპტომებს. მას არანაირი სიმპტომი არ აქვს, რომელიც ნოკაუტიდან გამომდინარეა. როცა საქმე ნოკაუტს ეხება, თავს ბევრი რამ იჩენს. მეცნიერებაში კარგად ვერ ვერკვევი და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. თუმცა, ალექსს ტვინის არანაირი დაზიანება არ აწუხებს. ვერ გეტყვით რატომ. მის თავს დასვენება აუცილებლად სჭირდება. გონიერება უნდა გამოიჩინოს. ამავდროულად, ალექსს ძალიან სურს, რომ რევანშის შანსი ამავე წელს მიეცეს. - განაცხადა იუჯინ ბეარმენმა Combat TV-სთან საუბრისას
View this post on Instagram

A post shared by HOME OF FIGHT (@homeoffight)

სხვა სტატიები