Belive

ალექს ვოლკანოვსკი კონორ მაკგრეგორს ჩაანაცვლებს?

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ საინტერესო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის მზადაა ჩენდლერისა და მაკგრეგორის ბრძოლა დააზღვიოს.

მაკგრეგორის გარშემო სულ რაღაც ამბებია. შესაძლოა მათ მებრძოლის ჩანაცვლება დასჭირდეთ და მე ხელების მოსაქნევად სულ მზად ვარ. მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლით 100%-ით დაინტერესებული ვარ. მე ჩვეულებრივ ბრძოლებს არ ვიღებ და ჩენდლერთან დაპირისპირება საინტერესო იქნება. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ვოლკანოვსკი ილია თოფურიას წინააღმდეგ გამოვიდა. "მატადორმა" ვოლკანოვსკი მეორე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები