ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო!
წარმატებული დებიუტი ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში - ალექსანდრე თოფურიამ მიღებული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.
ალექსიმ 3-რაუნდიანი ბრძოლა ჩაატარა კოლბი თიქნესთან და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა. თიქნესი ავსტრალიელი (ადგილობრივი) მებრძოლია, რომელსაც (7:0)-ზე ბალანსი ჰქონდა და დაუმარცხებელი იყო - ისიც, ისევე როგორც ალექსანდრე, სადებიუტო შეხვედრას ატარებდა ბრძოლის ყველაზე დიდ სცენაზე.
თოფურია სამივე რაუნდში დომინანტურად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კოლბის ბაზა ჭიდაობაა, პირველი რაუნდის ბოლოს ალექსანდრესგან საოცარი გდება მიიღო, რაც ბრძოლის გამორჩეული მომენტი იყო. დგომშიც უკეთესი თოფურია იყო და ბოლო რაუნდში, ქართველის პრაგმატული გადაწყვეტილებით და მეტოქის 'მიწაზე' კონტროლით გარანტირებული გამარჯვებაც მოვიდა.
🥊🇬🇪🇪🇸 pic.twitter.com/YLrTGDE0Nb
— Aleksandre Topuria (@aleks_topuria_) February 9, 2025