Belive

ბენო ადამია OKTAGON MMA-ს ჩემპიონია!

20 საათის წინ სხვა
1 წთ

ქართველი MMA-ს მებრძოლებისთვის ნამდვილად აღმავლობის პერიოდია. UFC-ის შემდეგ, ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ორგანიზაციაში, OKTAGON MMA-შიც გვყავს.

უმსუბუქეს წონაში, ქართველმა ბენო ადამიამ, ბრიტანელი სემ კრისი, სატიტულო ბრძოლაში დაამარცხა. ბენომ ყოფილ ჩემპიონს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, 5-რაუნდიან დაპირისპირებაში აჯობა. აღსანიშნავია, რომ ადამიასთვის ეს მხოლოდ მესამე ბრძოლა იყო, წინა ორი გამარჯვებიდან მან გუსტავ ლოპესიც დაამარცხა, რომელიც მანამდე UFC-ში იბრძოდა.

მადლობა ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელიც ნამდვილი ცხოველია. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მოსაწყენი ბრძოლისთვის, თუმცა ეს ბრძოლა 5-რაუნდიანი იყო და მე მომთმენი უნდა ვყოფილიყავი. ეს ჩემი პირველი ტიტულია და ძალიან ბედნიერი ვარ. - განაცხადა ბენო ადამიამ

სხვა სტატიები