Belive

ალექსანდრე თოფურია: "ის მშვენიერი გდება ქულების გამო არ გამიკეთებია"

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში საკუთარი დებიუტი შთამბეჭდავი გამარჯვებით აღნიშნა. 3-რაუნდიან დაპირისპირებაში, ქართველმა კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის კარიერა წარმატებულად დაიწყო. ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ვრცლად ისაუბრა დეტალებზე, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

ფიზიკურად და ემოციურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩემი საქმის კარგად შესრულება შევძელი. მადლობელი ვარ კოლბის, რადგან მან ისეთი რამ მომცა, რაც აქამდე არ მქონია - ჯერ 3 რაუნდი არავისთან მიჩხუბია. ამ ბრძოლამ მომცა გამოცდილება და გამხადა უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავი.

როდესაც ბრძოლა დაიწყო მე ის მარჯვნიდან დიდ დარტყმაზე დავიჭირე და შევაბარბაცე, ამ დროს ილიამ დამიძახა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა - მე მქონდა ორი არჩევანი: გიჟივით გამეგრძელებინა მისი დაწნეხვა, ან დავლოდებოდი შესაბამის მომენტებს და გამარჯვებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივსულიყავი. გადავწყვიტე, რომ ის კონტროლის 'ღრმა ოკეანეში' ჩამეთრია, ჩემს ოკეანეში და 3 რაუნდის შემდეგ უეჭველი გამარჯვება მქონოდა.

რა თქმა უნდა, კარგ გდებებს ქულები მოაქვს, თუმცა როცა მე კოლბის უკან აღმოვჩნდი, მშვენიერი გდება (სუპლექსი) ქულების გამო არ გამიკეთებია - გამახსენდა, რომ ილიამ საკუთარი დებიუტისას სწორედ სუპლექსი გამოიყენა და მეც ბევრი არ მიფიქრია. ვფიქრობ ეს მშვენიერი მომენტი იყო. -
ყურადღება არცერთი წამით მომიდუნებია, ბრძოლისას 4 სხვადასხვა მხრიდან 4 მწვრთნელის რჩევებს ვისმენდი და ვითვალისწინებდი. ჩემთან ილია, გურამი და მერაბი იყვენ - საუკეთესოები.

ორი არჩევანი მქონდა გამოსვლის მუსიკასთან დაკავშირებითაც: ქართული მოტივები ან 'გლადიატორის' საუნდთრექი. როცა მე და ილია მოზარდები ვიყავით, არ ვუყურებდით ფილმებს, რომლებიც ბრძოლაზე არ იყო. გლადიატორი იყო ფილმი, რომლის დასრულებისთანავე უკან ვახვევდით და მის ყურებას თავიდან ვიწყებდით, ეს მრავალჯერ გამეორებულა, ასე რომ, მე მიყვარს ამ ფილმის მუსიკა ('now we are free' - gladiator main theme). - ამბობს ალექსანდრე თოფურია ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში

სხვა სტატიები