Belive

ალექსანდრე თოფურიას დებიუტის სავარაუდო თარიღი ცნობილია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე თოფურიას დებიუტმა გადაიწია. სოციალურ ქსელში ამის მთავარ მიზეზად ტრავმა სახელდებოდა.

ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას უფროსი ძმა UFC-ში მის პირველ ჩხუბს 20 ივლისს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს UFC-ში გადასვლის ამბავი თავად ილია თოფურიამაც დაადასტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მე-6 ქართველიც გვეყოლება.

ალექსანდრეს კარიერის განმავლობაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 5 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თოფურიამ ყველა გამარჯვება დროზე ადრე მოიპოვა.

სხვა სტატიები