მიხეილ საჟინიანი DWCS-ზე 13 აგვისტოს იბრძოლებს
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც უკვე ვიცით UFC-ში მოხვედრის შანსი კიდევ ერთ ქართველს გაუჩნდა. მიხეილ საჟინიანი, რომელიც GFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია Dana White's Contender Series-ზე იბრძოლებს. მიხეილის მოწინააღმდეგე გამოცდილი ბრაზილიელი სპორტსმენი იქნება, რომელსაც კარიერაში 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. საჟინიანს სულ 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 13 შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.
ბრუნო ლოპესთან დაპირისპირება DWCS-ის პირველ კვირაში არის ჩანიშნული. 13 აგვისტოს ან ტუან ჰოსა და ლონერ კავანას შემდეგ, სწორედ საჟინიანი-ლოპესის ბრძოლა იქნება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილი UFC-ის კონტრაქტს მიიღებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში მძიმე წონაში საქართველო ჯერ წარმომადგენელი არ ჰყოლია.