Belive

"ალექსანდრე გასაბრწყინებლად მზად არის" - გურამ ქუთათელაძე

5 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტამდე სულ ცოტა დრო რჩება. ალექსანდრე პირველ ჩხუბს სიდნეიში, ადგილობრივ კოლბი სიქნესთან გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელი დაუმარცხებელია და HEX Fight Series-ის გამარჯვებულიც არის, თოფურია ამ ჩხუბში ფავორიტია.

ალექსის მომზადებაში ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე იღებენ მონაწილეობას. დღეს ქართულ ბანაკს მერაბ დვალიშვილიც შეუერთდა.

UFC Embedded-თან ქუთათელაძემ უფროსი თოფურიას მომზადებაზე და მის მომავალზე ისაუბრა.

სიდნეიში ვართ და ალექსანდრე მომზადების ბოლო კვირას გადის. ის გასაბრწყინებლად მზადაა. ღმერთის წყალობით ყველაფერი კონტროლქვეშაა და მხოლოდ წონის კლება დაგვრჩა. ის საკუთარ დივიზიონში ნებისმიერი მეტოქისთვის მზად არის. ალექსანდრე თავის წონაში ყველას გაანადგურებს. TOP 15, TOP 10, TOP 5, შემდეგ კონტენდერი გახდება და ბოლოს ჩემპიონი. მისი მონდომების, უნარების და გონების გათვალისწინებით ალექსანდრე ჩემპიონობას აუცილებლად მიაღწევს. - განაცხადა გურამ ქუთათელაძემ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს და სიქნესის ბრძოლა პრელიმებზე პირველივე ჩხუბი იქნება. დაპირისპრიება 9 თებერვალს, გამთენიისას 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები