Belive

"ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი" - გურამ თუშიშვილი განცხადებას ავრცელებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი კომენტარი გაავრცელა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც ტედი რინერთან მომხდარ ეპიზოდზე ისაუბრა:

”არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.

ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება.”

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების, მძიმე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ თუშიშვილსა და რინერს შორის უსიამოვნება ტატამზევე მოხდა, რაც ფრანგის ცინიკურმა აღნიშვნამ გამოიწვია, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში თუშიშვილის სასჯელის ზომას გამოაცხადებს.

სხვა სტატიები