"სპორტი ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის განსაკუთრებით ოლიმპიურ თამაშებზე" - ტედი რინერი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან იპონით დამარცხდა. ქართველს რეპეშაჟში უნდა ეჭიდავა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს დასრულების შემდეგ, ტედი რინერმა ფრანგულ გადაცემა Quelle Époque et Quels jeux-სთან ისაუბრა და გურამ თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება:
ეს ოლიმპიური თამაშებია, აქ კი ყველას სურს მედლის მოპოვება. მე და მას დაძაბულობა გვქონდა, ეს ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრისას დაიწყო. მან ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ უკნიდან თავს დამესხა და ძირს დამაგდო, თან ისე, რომ შეეძლო ჩემთვის მძიმე ტრავმა მოეყენებინა. საბოლოოდ, გამარჯვება მას ჩაუთვალეს, მაგრამ ბრძოლის შემდეგ კომისიამ ეს მომენტი განიხილა და მას მოგება გაუუქმეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.
სპორტი ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის განსაკუთრებით ოლიმპიურ თამაშებზე, ეს გარკვეულწილად ანგრევს ძიუდოს იმიჯს. არ მგონია, რომ მას რაიმე სასჯელი დაემუქროს ოლიმპიური თამაშების დროს. სავარაუდოდ, მოგვიანებით იქნება სხვა შედეგები. - ტედი რინერი