Belive

"ახლა ყველაზე ცუდი დროა ვინმემ მახაჩევთან დაპირისპირებაზე იფიქროს" - ალი აბდელაზიზი

21 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე კიდეც ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მახაჩევი ისეთი საშიშია როგორც არასდროს. აბდეალზიზი თვლის, რომ ილია მახაჩევთან შეხვედრას ჩქარობს, რადგან ცარუკიანთან წაგების შემთხვევაში, ისლამთან ბრძოლას ვეღარ მიიღებს.

არ ვამბობ რომ ეს მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, არმანი მზად იქნება და ტიტულისთვის გეიჯის შეხვდება. ვიცით, რომ ილიას ისლამთან ჩხუბი სურს. მას სამი წონის ჩემპიონობა უნდა. არ ვიცი ისლამი ამის შანსს მისცემს თუ არა. ილიასა და არმანის ჩხუბსაც სიამოვნებით ვნახავდი. არ ვიცი ილიას არმანთან ბრძოლა სურს თუ არა. არმანთან რომ წააგოს, ჩვეულებრივი ბიჭი ხდება. ისლამთან წაგების შემთხვევაში კი, საერთო რეიტინგის საუკეთესო მებრძოლთან ექნება მარცხი. რაღაცას გეტყვით - ახლა ყველაზე ცუდი დროა ვინმემ მახაჩევთან დაპირისპირებაზე იფიქროს. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

შეგახსენებთ, რომ ბოლოს თოფურიამ ივნისში იჩხუბა. "მატადორმა" მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა.

რაც შეეხება ისლამს, მან ქვესაშუალო წონის ქამრისთვის დაპირისპირებაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.

სხვა სტატიები