Belive

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - ქართველები 13 სპორტსმენით იბრძოლებენ!

2 თვის წინ სხვა
2 წთ

2-5 ნოემბერს, ტაჯიკეთის დედაქალაქი დუშანბე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარდგება, საიდანაც 9 მამაკაცი, ხოლო 4 ქალია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს მსუბუქ წონებში (60 და 66 კგ) წარმომადგენელი არ ეყოლება.

შემადგენლობა

73 კგ: მათე ბერუაშვილი, საბა ხალიშვილი.

81 კგ: ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი.

90 კგ: თამაზ კობერიძე.

100 კგ: გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი.

+100 კგ: საბა ქარდავა, თამაზ ბიგანაშვილი.

48 კგ: ჯულიეტა როდონაია.

57 კგ: ნინო წიკლაური.

63 კგ: ნონა დოლიაშვილი.

+78 კგ: ნინო პაპიძე.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი

I საშეჯიბრო დღე | მამაკაცები: - 60 კგ, 66 კგ; ქალები: -48 კგ , -52 კგ | დასაწყისი 09:00 სთ, ფინალური ბლოკი 16:00 სთ.

II საშეჯიბრო დღე | მამაკაცები - 73 კგ; ქალები - 57 კგ, 63 კგ. | დასაწყისი - 10:00 სთ, ფინალური ბლოკი - 16:00 სთ.

III საშეჯიბრო დღე | მამაკაცები: - 81 კგ, 90 კგ; ქალები: 70 კგ | დასაწყისი 10:30 სთ, , ფინალური ბლოკი 16:00 სთ.

დასკვნითი (IV) საშეჯიბრო დღე | მამაკაცები: - 100 კგ, +100 კგ; ქალები: 78 კგ, +78 კგ | დასაწყისი 10:00 სთ, , ფინალური ბლოკი 16:00 სთ.

სხვა სტატიები