Belive

აბრამიშვილის სადებიუტო გამარჯვება ახალ ორგანიზაციაში

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა MMA-ს მებრძოლმა ნიკოლოზ აბრამიშვილმა კარიერაში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. ნიკოლოზმა Phoenix FC-ში პირველი ჩხუბი გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა. ქართველის ოპონენტი შამილ ირისბიევი იყო, რომელიც გილიოტინით დაამარცხა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ აბრამიშვილისთვის კარიერაში ეს მე-6 გამარჯვება იყო. პროფესიონალური ასპარეზობის განმავლობაში ნიკოლოზს მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

სხვა სტატიები