"მერაბი უნდა დაისაჯოს" - ო'მალი დვალიშვილის ფანთან კონფლიქტს გამოეხმაურა
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, მერაბ დვალიშვილი UFC-ს ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უსიამოვნო რეპლიკა მიაძახა. დვალიშვილმა ეს უყურადღებოდ არ დატოვა და ფანი ოდნავ შეაშინა.
Merab just jumped two barriers & grabbed a heckling fan by the hair! 😳
— Combat Buzz (@CombatBuzzX) August 17, 2024
Put the fear in him!
Via. @RedCorner_MMA pic.twitter.com/tYPQvJtzLY
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შონ ო'მალიც. ჩემპიონის თქმით, ამის გამო ქართველი მებრძოლი სასჯელს იმსახურებს.
მან თმაზე მოქაჩა, ეს ჩვეულებრივი თავდასხმაა. თავისუფლად შეიძლება მოქალაქეზე თავდასხმის გამო უჩივლონ. მას უფლება არ აქვს სხვებს ხელით შეეხოს. "შუგას" ფანებო, გთხოვთ მორჩით მერაბის დაცინვას, ის ამას ვერ უძლებს. ის ძალიან დაუცველია. თქვენი თქმა არ სჭირდება რომ მისი მამიკო ვარ. მისი თვითშეფასება ამჟამად არც თუ ისე მაღალია. გთხოვთ ცოტა ხანი შეეშვით. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ო'მალის დაპირისპირებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ილია თოფურიას შემდეგ, დვალიშვილი მეორე ქართველი იქნება ვინც UFC-ის ქამარზე იბრძოლებს.
საჩემპიონო ჩხუბი ვეგასში, 14 სექტემბერს Sphere-ში არის ჩანიშნული.