Belive

არაოფიციალური ინფორმაციით, თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი თეთრ სახლში იქნება

16 საათის წინ სხვა
1 წთ

ესპანელმა MMA-ს ჟურნალისტმა ალვარო კოლმენერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ UFC თეთრ სახლში გეიჯის და თოფურიას ჩხუბს გეგმავს. ამ წყაროზე დაყრდნობით, ეს ბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია. ჯასტინ გეიჯი კი, ამ დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, "მატადორს" დროებით სპორტისგან პაუზის აღება მოუწია და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დროებითი ქამრის ბრძოლა. ჯასტინ გეიჯიმ პადი პიმბლეტი დაამარცხა და დროებითი ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიება აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს - 4 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები